en
ge

აფბა: „ნაციონალების“ დროს სამუშაო ადგილები 90 ათასით შემცირდა“...

თბილისი. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას. დაპირების თანახმად, მათი არჩევის შემთხვევაში, პირველივე წელს 45 ათასი, ხოლო ყოველ მომდევნო წელს 30 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
„რამდენადაც, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად, სამუშაო ადგილები 1 მილიონ 814 ათასიდან 1 მილიონ 724 ათასამდე შემცირდა. შესაბამისად, „ნაციონალების" 9 წლიანი მმართველობის პერიოდში სამუშაო ადგილების რაოდენობამ 90 ათასით იკლო. ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, პროცენტულ გამოხატულებაში, 2003 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 11,5% იყო, ხოლო 2012 წელს უმუშევრობამ 15% შეადგინა. ამდენად, აბსოლუტურად გაუგებარია რა იწვევს აღნიშნული პარტიის დაპირებებში მსგავსი ოპტიმიზმის საფუძველს. „ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს სამუშაო ადგილების შექმნის გამოცდილება," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: bfm.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023