en
ge

„თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები კვლავ შეიცავს უზუსტობებს“

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აგრძელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს.
ხშირია შემთხვევები, როცა სხვადასხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლებს დეკლარაციებში არასრული ან არაზუსტი ინფორმაცია შეაქვთ, არ ასაჯაროებენ საკუთარ ბიზნესინტერესებსა და სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის შემთხვევებს, რაც კორუფციულ რისკებთან არის დაკავშირებული. ამავე დროს, არ არსებობს ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმების მექანიზმი, რაც ხელს უწყობს ამ მავნე პრაქტიკის შენარჩუნებას.
2015-2016 წლების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ნაწილის ანალიზმა აჩვენა, რომ ასეთ დარღვევებს კვლავაც ვხვდებით როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების დონეებზე," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)