en
ge

მზადება თელავის ფესტივალისთვის

კახეთი. თელავის ფესტივალისთვის უკვე დაიწყო,  მისი ინიციატორია ფონდი TRAM. ორგანიზაციამ გასულ წელს მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო ჩაატარა თელავში, კულტურის სფეროში არსებული საჭიროებებისა და განვითარების შესაძლებლობების მოკვლევის მხრივ. ფონდის იდეას დღეს უკვე სხვადასხვა ორგანიზაციები უჭერენ მხარს. ფესტივალი შემოდგომაზე გაიმართება, თუმცა უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, პირველ ფართომასშტაბიან შეხვედრას საზოგადოებრივი ორგანიზაციების, თეატრის, უნივერსიტეტის, მუზეუმის წარმომადგენლები დაესწრნენ. მსჯელობა გაიმართა ფესტივალის დეტალურ კონცეფციის ირგვლივ.
ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ფესტივალი მუდმივმოქმედი იქნება და შექმნის ერთგვარ პლატფორმას განათლებისათვის, პროფესიული განვითარების, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებისთვის.
წყარო:  სათემო განვითარების ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)