en
ge

შეხვედრა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთან

თბილისი. 26 სექტემბერს, საზოგადოებრივი დამცველის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოსა" და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელები, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ანალიტიკოსს საარჩევნო საკითხებში ვანია ანგუელოვას შეხვდნენ. შეხვედრა საზოგადოებრივი დამცველის ინიციატივით, ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში ჩატარდა.
შეხვედრისას არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეუთო-ს წარმომადგენელს სრული ინფორმაცია მიაწოდეს თავიანთ საარჩევნო პროექტებზე და დღეისთვის არსებული საარჩევნო გარემოს შესახებ.
მხარეებმა წინასაარჩევნო გარემოს შესახებ გაცვალეს ფაქტობრივი ინფორმაცია, რომელიც გრძელვადიანი მონიტორინგის შედეგებზეა დაფუძნებული. საუბარი შეეხო ეთნიკური უმცირესობებისა და კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის საკითხებს, რასაც მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტები და აქტივობები.
მნიშვნელოვანი განხილვის საგანი გახლდათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა არჩევნების დღისთვის და ის პრობლემები, რაც მათ შეიძლება შეექმნათ ხმის მიცემისას.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის და აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გააგრძელებენ კოორდინაციას, როგორც არჩევნების დღეს, ისე შემდეგ პერიოდში.
წყარო: საზოგადოებრივი დამცველი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023