en
ge

საბინაო სექტორის მართვა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ენერგოეფექტური სანაცია

12-14 ოქტომბერს, მოლდოვაში იმართება სასწავლო სემინარი: საბინაო სექტორის მართვა და მრავალბიანიანი საცხოვრებელი სახლების ენერგოეფექტური სანაცია. იგი ტარდება პროექტის – „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში" – ფარგლებში. მასში მონაწილეობას იღებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი.
სემინარის ორგანიზატორები არიან საზოგადოებრივი ორგანიზაცია " ურბანული განვითარების ინსტიტუტი" კიშინოვი, მოლდოვა და «ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში (IWO)" , ბერლინი, გერმანია. ლვოვის სემინარით გრძელდება სასწავლო ღონისძიებების სერია, რომელთა მიზანია პარტნიორ ქვეყნებში ჩამოყალიბებული რესურსცენტრების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი ზოგადი გაძლიერება.
სრულად...
წყარო: civilin.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023