en
ge

ღია შეხვედრა - „შენი ხმა საბჭოში“

აჭარა. 20 ოქტომბერს, ჯავახიშვილის საზოგადოებრივ დარბაზში, ღია შეხვედრა - „შენი ხმა საბჭოში" გაიმართა. შეხვედრის მიზანი უბნის მაცხოვრებლების მიერ ინიციატივების დაფიქსირება და უბნის განვითარებაზე მსჯელობა იყო. შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა შემდეგი ინიციატივები: საბავშვო ბაღის განახლება - ტერიტორიულ ერთეულს ამ ეტაპზე საბავშვო ბაღი არ გააჩნია, ასევე ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანია ჯავახიშვილის უბანში ველოპარკინგი მოეწყოს, რომელიც არამუნიციპალური ველოსიპედისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის სარგებლობის მსურველებმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ველობილიკის ქალაქის გარეუბნებში მოწყობა დაასახელეს. მწვანე სივრცეების შენარჩუნება/რეაბილიტაცია ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ამიტომ ინიციატივათა ნუსხაში ჯავახიშვილის ტერიტორიაზე არსებული სკვერის კეთილმოწყობა და ადაპტირება შევიდა. ასევე, განხილულ იქნა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების განახლება და ბინების შეფუთვის პროგრამის შემუშავების აუცილებლობა, რომელიც ბინების სანაციას გაითვალისწინებს.
აღნიშნული შეხვედრების ციკლი ბათუმის 13 ტერიტორიულ ერთეულში ოქტომბრის თვეში მიმდინარეობს და მისი მიზანია მუნიციპალიტეტისთვის და მასთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებისთვის სამოქალაქო ინიციატივების წარდგენა.
პროექტი „მართე შენი ქალაქი" ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის Civil Society Institute ბათუმის ფილიალის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მმართვის ინსიტუტის EWMI Access-ის პროექტის ფარგლებში USAID ფინანსური მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023