en
ge

„ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა 1956 წლის უნგრეთის მოვლენებში“

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს პუბლიკაციას: „ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა 1956 წლის უნგრეთის მოვლენებში".
„60 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1956 წლის 23 ოქტომბერი - 11 ნოემბრის უნგრეთის რევოლუცია საბჭოთა კავშირმა სამხედრო ინტერვენციის გზით ჩაახშო. ქვეყანაში 30,000-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი და 1,000-ზე მეტი ტანკი შევიდა. ოფიციალური მონაცემებით, საბჭოთა დანაკარგი შეადგენდა 720 ადამიანს, აქედან 669 დაღუპული და 51 უგზოუკვლოდ დაკარგული. აჯანყებას 2,500-ზე მეტი უნგრელის, სამხედრო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეეწირა.
საბჭოთა კავშირის ამ სამხედრო ინტერვენციაში საქართველოდან გაწვეული ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ. ეს ინფორმაცია დაცულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილების (პარტიული არქივი) ე.წ. „საიდუმლო ფონდში", ნათქვამია ვებგვერდზე.
სრულად... 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023