en
ge

ხმოვანი წიგნების პრეზენტაცია...

თბილისი. ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო" და ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" 4 ნოემბერს გამართავენ  ხმოვანი წიგნების პრეზენტაციას.
აპლიკაციის SABA Reader საშუალებით უკვე ხელმისაწვდომია 300-მდე ხმოვანი წიგნი, რომელიც უსინათლო ადამიანებს საჩუქრად გადაეცემა.
„საბას" აპლიკაცია სრულადაა ადაპტირებული უსინათლოებზე, რაც ნიშნავს რომ ისინი ხმოვანი წიგნების მოსმენას დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე შეძლებენ.
ეს არის ტექნოლოგიურად დახვეწილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხმოვანი წიგნები. მათი მოსმენა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ სმარტფონსა და პლანშეტში, ინტერნეტის გარეშე.
კატალოგი მოიცავს როგორც ქართულ კლასიკურ თუ თანამედროვე ლიტერატურას, ისე უცხოური ლიტერატურის ქართულ თარგმანებს. წიგნები გახმოვანებულია მსახიობების და თავად ავტორების მიერ.
პრეზენტაცია გაიმართება 4 ნოემბერს, 18:00 საათზე, „მზიურის" კაფეში.
სრულად...
წყარო: ფონდის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023