en
ge

პრობლემების განხილვა და გადაწყვეტის გზები

შიდა ქართლი. 4 ივნისს გორის საინფორმაციო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში პროექტის - ინტეგრაცია ასიმილიცაიის ნაცვლად" – ფარგლებში გაიმართა შეხვედრა.
პროექტს IFES/USAID-ის დაფინანსებით ახორციელებენ გორის საინფორმაციო ცენტრი და შიდა ქართლის დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტი.
იგი  ითვალისწინებს შიდა ქართლის რეგიონის ეთნიკურად ოსი მოქალაქეებით დასახლებული სოფლების მოსახლეობის ჩართვას ადგილობრივ პროცესებში. ამჟამად პროექტი მოიცავს კასპის მუნიციპალიტეტის 8 და გორის მუნიციპალიტეტის 1 სოფელს. თითოეული სოფლიდან შეხვედრას ესწრებოდა ორ-ორი წარმომადგენელი. ხელისუფლების მხრიდან კი,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ზვიად ხმალაძე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - დავით მესროპაშვილი და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი - ვახტანგ მახნიაშვილი.
შეხვედრისას განხილეს ის პრობლემები, რომლებიც პროექტის მიმდინარეობისას სამიზნე სოფლებში გამოიკვეთა. ამ პრობლემებისგან ნაწილი შედიოდა ადგილობრივი თვითმმართველობის, ხოლო ნაწილი - ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში.
შეხვედრისას  გამოიკვეთა, რომ  რიგი პრობლემების მოგვარება უკვე დაწყებულია,  ან დაგეგმილი იყო მიმდინარე, ან მომავალ წელს.
გადაუჭრელი პრობლემებიდან მოქალაქეთა წარმომადგენლებს ყველაზე მეტად აწუხებს სასკოლო ტრანსპორტის არარსებობა, ვინაიდან სკოლები მოშორებით მდებარეობს, რის გამო დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მეტად უჭირთ სკოლაში სიარული. ამ პრობლემას ზამთარში ამწვავებს  მტაცებლების მიმართ შიში.
შეხვედრის დასრულებისას აღინიშნა ამ სახის თანამშრომლობის აუცილებლობა და გამოითქვა  ორივე მხრიდან მზადყოფნა, რათა გაგრძელდეს საქმიანი ურთიერთობები მომავალშიც.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)