თბილისი. გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იწყებენ მცირე გრანტების პროგრამის ახალ ეტაპს, რომელიც ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით.
„მცირე გრანტების პროგრამის ახალ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ლანდშაფტურ მიდგომებზე დაფუძნებული პროექტების განხორციელებას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება სტრატეგიული პროგრამირება და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირება ეროვნულ განვითარებაში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ge.undp.org