en
ge

საყოფაცხოვრებო ტექნიკა სამ სოციალურად დაუცველ ოჯახს

შიდა ქართლი. 29 ნოემბერს, „ქალთა საინფორმაციო ცენტრი" საქართველოს ლატარიის კომპანიასთან ერთად სოფელ ტირძნისში ჩავიდა.
„#ასეუფრომარტივია, ამ პროექტის ფარგლებში მათ სამ სოციალურად დაუცველ ოჯახში მყოფ ქალებს სარეცხი მანქანა გადასცეს. პროექტი #ასეუფრომარტივია 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას ემსახურება. პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ან მძიმე ყოფით პირობებში მცხოვრები ოჯახების დახმარება საყოფაცხოვრებო ტექნიკის საშუალებით, ასევე ბიზნეს სტრუქტურების წახალისება, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მხარი დაუჭირონ აღნიშნულ ინიციატივას და თავისი წვლილი შეიტანონ სოფლად მცხოვრები ოჯახების კეთილდღეობის საქმეში,” ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში






სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)