en
ge

„საჯარო სამსახურის რეფორმა მნიშვნელოვნად ფერხდება“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „საჯარო სამსახურის რეფორმა მნიშვნელოვნად ფერხდება".
 „კანონის სრულად ამოქმედების ვადად 2017 წლის 1 იანვარი განისაზღვრა, თუმცა ამჟამად არსებული გარემოებებით, მისი ორ კვირაში ამოქმედება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობას.
კანონის ამოქმედების შეფერხება გამოიწვია მისი 126-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევამ, კერძოდ, ამ მუხლის თანახმად მთავრობა ვალდებული იყო 1 სექტემბრამდე პარლამენტში წარედგინა ორი კანონპროექტი და მიეღო სამი დადგენილება, ხოლო 31 დეკემბრამდე დამატებით - ათი დადგენილება. ამ დროისთვის მთავრობას არ აქვს შესრულებული არცერთი ვალდებულება", ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)