en
ge

NDI კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს: საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში

თბილისი. აშშ–ს ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოში საზოგადოებრივი განწყობების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა 2016 წლის ნოემბერში, ინსტიტუტის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა. „საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად კვლავაც ეკონომიკური პრობლემები აწუხებთ. წინა კვლევების მსგავსად, მოსახლეობის უმრავლესობა (66 პროცენტი) თავს უმუშევრად მიიჩნევს, მაშინ როცა მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ უახლოეს 12 თვეში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ცოტა თუ ფიქრობს (17 პროცენტი), რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მათი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოსახლეობის 82 პროცენტი ამბობს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2012-ის შემდეგ მათი და მათი ოჯახების მდგომარეობა იგივე დარჩა ან გაუარესდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023