en
ge

საინფორმაციო შეხვედრა

თბილისი. 17 იანვარს, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” პროექტის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა.
„მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის II რაუნდის პირობებისა და მოთხოვნების შესახებ.
საგრანტო კონკურსის მიზანია საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა, რომელიც გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას ახალგაზრდებში და ზრდასრულებში. გრანტის მოცულობა 5,000 აშშ დოლარიდან - 25,000 აშშ დოლარამდეა. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებას, რომელიც ჩართულია როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაში და სხვა ორგანიზაციებს, მათ შორის საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს, პროფესიულ და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
24 იანვარს, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ქუთაისში. დაინტერესების შემთხვევაში საინფორმაციო შეხვედრა ასევე დაიგეგმება თელავში.
საინფორმაციო სესიებზე დასწრება თავისუფალია. დაინტერესებულმა პირებმა წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: iswd@pem-consult.de და მიუთითონ თუ რომელ ქალაქში სურთ საინფორმაციო სესიაზე დასწრება. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, დაინტერესებული პირები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას სესიების ადგილმდებაროებისა და დღის წესრიგის შესახებ”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023