en
ge

ღია და გამჭვირვალე მმართველობის საპარლამენტო და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

სამცხე–ჯავახეთი. ბორჯომში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მართავს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრას.
განსახილველ საკითხებს შორისაა: პარიზის გლობალური სამიტის შედეგები და საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ახალი პერსპექტივები; საქართველოს ღია პარლამენტის 2015 – 2016 წლების სამოქმედო გეგმა, მისი განხორციელების შედეგები და რეკომენდაციები; და ასევე, საქართველოს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი.შეხვედრა გახსნეს პარლამენტის თავჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა, საბჭოს თავჯდომარე ირინა ფრუიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გრიგოლ ბრეგაძემ და IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ახალი წევრები, საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრები და აგრეთვე პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები.ორდღიანი შეხვედრა (17-18 იანვარი) იმართება (სასტუმრო "კრაუნ პლაზა ბორჯომი") პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც IDFI გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით ახორციელებს (ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში).
სრულად...
წყარო: ინსტიტუტის ვებგვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023