en
ge

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შეფასება“

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს მიმოხილვას სახელმწიფო შესყიდვების კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.
„სახელმწიფო შესყიდვების კანონში შემოთავაზებული ცვლილებების უმეტესობა დადებითი და სასარგებლოა. ცვლილებები ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში ხორციელდება და ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, გააუმჯობესებს შესყიდვების კანონმდებლობას და გააჯანსაღებს შესყიდვების პროცესს.
თუმცა, კანონპროექტი მაინც შეიცავს რისკებს. კერძოდ, გასაჩივრების წესში დაგეგმილი ცვლილებები შეიძლება საბოლოოდ უარყოფითად აისახოს დარღვევების აღმოჩენისა და გასაჩივრების პროცესზე. დაგეგმილი ცვლილებები ქმნის დამატებით ბარიერებს გასაჩივრებისთვის, რასაც შეიძლება მოჰყვეს საჩივრების რაოდენობის შემცირება სამართლიანი საჩივრების შემცირების ხარჯზე. ამიტომ, კანონპროექტის ავტორებმა უფრო დეტალურად უნდა დაასაბუთონ ამ ბარიერების შემოღების საჭიროება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023