en
ge

მუნიციპალური ფინანსების მართვის სისტემის კვლევა

თბილისი. 31 იანვარს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა გამართა „მუნიციპალური მართვის სისტემის კვლევის" სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია. კვლევა მოიცავს ცენტრალური ბიუჯეტით გათვალისწინებული მუნიციპალური დანიშნულების ფინანსების მართვის სამართლებრივ ჩარჩოს და პრაქტიკას. კერძოდ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონებში დაფინანსებული პროექტების პრაქტიკას. კვლევის მიზანია მუნიციპალური დანიშნულების ფინანსების მართვის სისტემის ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის შესწავლა და მისი გაუმჯობესებისთვის ხელის შეწყობა – რეკომენდაციების შემუშავება და ა.შ.
როგორც კვლევაში ნათქვამია „...მიღებული შედეგების გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ცენტრალური ბიუჯეტის მუნიციპალური დანიშნულების ფინანსების მართვის სისტემა არ არის საკმარისად გამართული, ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი ინტერესების ადექვატურ გათვალისწინებას, საკმარის გამჭვირვალობას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას და ეფექტურ ანგარიშგებას. ..."
კვლევა ჩატარდა, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის – „მოქალაქეები ღია და ეფექტური ადგილობრივი მმართველობისთვის" ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)