en
ge

სემინარი შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დანერგვის შესახებ

აჭარა. 31 იანვარსა და 1 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ტრენინგი გაიმართა. მონაწილეებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული თანამედროვე ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები" გააცნეს. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს შენობების დაგეგმარების, სახანძრო უსაფრთხოების, გასასვლელი საშუალებების და სხვა მოთხოვნებს შენობების დაპროექტების, მშენებლობისა და გამოყენების პროცესში.
პროექტის ფარგლებში დატრენინგდა აჭარის მუნიციპალიტეტების მშენებლობის ნებართვის გამცემი და მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი სამსახურების თანამშრომლები, ასევე, არქიტექტორები და დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ტექნიკური რეგლამენტის უკეთ დანერგვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამა „მმართველობა განვითარებისათვის" მხარდაჭერით ხორციელდება „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დანერგვის პროექტი", რომელსაც ახორციელებს ა.ი.პ. „შენობა-ნაგებობების ინსტიტუტი - საქართველო".


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023