en
ge

გიორგი გუგუმბერიძის ადმინისტრაციული დაკავება თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო

თბილისი. 1 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შსს-ს მოთხოვნა ბიზნესმენ გიორგი გუგუმბერიძის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობასა და სახდელის დაკისრებაზე. სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა.
„დაკავებას საფუძვლად დაედო გუგუმბერიძის უარი პოლიციელთა უკანონო მოთხოვნაზე, გამომძიებლის დადგენილებისა და სასამართლოს განჩინების წარდგენის გარეშე, მათთვის გადაეცა კომპანიის სათვალთვალო კამერის ვიდეო ჩანაწერები.
ბიზნესმენმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა. გიორგი გუგუმბერიძის განცხადებები წარმოებაში მიიღო საქართველოს სახალხო დამცველმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმაც.
იურიდიულ დახმარებას გიორგი გუგუმბერიძეს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" უწევს", ნათქვამია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: gdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023