en
ge

კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის შეფასების მეოთხე რაუნდის ანგარიში

ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა" (GRECO) საქართველოს შესახებ შეფასების მეოთხე რაუნდის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ეხება კორუფციის პრევენციას საკანონმდებლო ორგანოში, სასამართლო ხელისუფლებაში და პროკურატურაში.
„..GRECO-ს ანგარიშში ხაზგასმულია ის წარმატება, რომელსაც საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მიაღწია. ანგარიშში საუბარია საერთაშორისო ინდექსებში და კვლევებში საქართველოს გაუმჯობესებულ პოზიციაზე. ...მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ანგარიში ძირითადად მიმოიხილავს იმ გამოწვევებს, რომლებიც ამჟამად არსებობს საკანონმდებლო ხელისუფლებაში, სასამართლო სისტემაში და პროკურატურაში. ხარვეზების მიმოხილვის გარდა,  GRECO-ს ანგარიშში მოცემულია რეკომენდაცია ყველა არსებული გამოწვევის გაუმჯობესებისთვის. ანგარიშის მიხედვით, მიღწეული შედეგების მიღმა მნიშვნელოვანია ყურადღება დაეთმოს ძალაუფლების დანაწილების პრინციპის განმტკიცებას, სასამართლო სისტემის რეფორმას და პროკურატურის პოლიტიკური ზეგავლენისგან სრულად განთავისუფლებას და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების გაზრდას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023