თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს. ორგანიზაცია მოუწოდებს ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს შეაჩეროს რეფორმის იდეა, რომელიც რადიკალურად ეწინააღმდეგება საზმაუს კონცეფციასა და კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
„...ცხადია, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების, მათ შორის, მოდერნიზაციის ობიექტური საჭიროება არსებობს, თუმცა რეფორმის პროცესის კანონის, ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და საზოგადოებრივი ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე წარმართვა, მიუღებელია და ის კიდევ უფრო მეტად დააზიანებს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას და მედია პლურალიზმს ქვეყანაში.
...საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური მოდერნიზაციის ხარჯზე, იქ დასაქმებული ადამიანების მასობრივი გათავისუფლება და მათი სოციალური და ჟურნალისტური ინტერესების სრული უგულებელყოფა, ანტიჰუმანური და უკანონო პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge