თბილისი. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინიციატივათა და ორგანიზებით ქალაქ ტყიბულში რამდენიმე კვირის წინ დაგეგმილი მაკულატურის აქცია დაიწყო.
„CENN-ის იმერეთის რეგიონული კოორდინატორისა და ადგილობრივი ეკო-კლუბების მონაწილეების თაოსნობით, ქალაქის მოსახლეობიდან და სხვადასხვა დაწესებულებებიდან მაკულატურის შეგროვება მიმდინარეობს.
მაკულატურის შეგროვების აქციის ფარგლებში, ყოველ დაგროვებულ კილოგრამ მაკულატურაზე, ყველა ვინც მაკულატურის შეგროვებაში ჩაერთვება საჩუქრად CENN–ის მიერ წარმოებულ ნივთებს: მაისურებს , წიგნებს, ჭიქებს, კალენდრებსა და ბლოკნოტებს, მაკულატურის ნაცვლად მიიღებს. მაკულატურის შეგროვების მწვანე აქცია ტყიბულის გარდა, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებშიც მიმდინარეობს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: CENN-ის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში