თბილისი. 1 მარტს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ფარული საგამოძიებო ღონისძიებების განსახორციელებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაქვემდებარებული ახალი სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს.
„კამპანიის „ეს შენ გეხება" წევრებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტის მიერ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მიღება არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფის სამწუხარო პრეცედენტი. ცხადია, რომ აღნიშნული რეფორმით არათუ ვერ გვარდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით ქვეყანაში არსებული პრობლემები, არამედ კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები”, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge