თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას 2016 წელს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული შრომის ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ. ინფორმაცია შეეხება, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებსა და საწვავის შესაძენად გაწეულ ხარჯებს.
„2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის რაოდენობა გაზრდილია: 2015 წელს 1 114 928.69 ლარი გაიცა 2016 წელს კი 1 363 948.61 ლარი”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge