გურია. ოზურგეთის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ქ. ოზურგეთის საკრებულოს პეტიციით მიმართეს და რეგულირების დოკუმენტი წარუდგინეს. დოკუმენტის მიზანია, განაშენიანებისგან დაიცვას ქალაქში მოქმედი სარეკრეაციო ზონები და საჯარო სივრცეები.
„ორგანიზაციები ითხოვენ, აღნიშნული რეგულირების დოკუმენტის დამტკიცებას საკრებულოს მიერ, მისთვის სავალდებულო ძალის მისანიჭებლად, იმ პერიოდში სამოქმედოდ, სანამ ქალაქისათვის შეიქმნება სრულყოფილი ქალაქმშენებლობის მარეგულირებელი დოკუმენტაცია", ნათქვამია ინიციატივა საჯარო სივრცისთვის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში