en
ge

„მედიის ადვოკატირებისათვის“ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე

თბილისი. კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2017 წლის 7 მარტს გამართული სხდომის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს.
„სამწუხაროა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა და სამეურვეო საბჭომ ვერ უზრუნველყვეს სხდომაზე განსახილველი საკითხების საჯაროობა. კერძოდ, სხდომამდე, მაუწყებლის ვებგვერდზე არ გამოქვეყნებულა იმ დოკუმენტების პროექტები, რომელზე მსჯელობაც 2017 წლის 7 მარტის სხდომაზე უნდა გამართულიყო. შესაბამისად, საკითხით დაინტერესებულ ჯგუფებს არ მიეცათ საშუალება წინასწარ გაცნობოდნენ დოკუმენტებს და გამოეხატათ თავისი პოზიცია, მოემზადებინათ შენიშვნები და კომენტარები...", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: qartia.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)