en
ge

გამჭვირვალობის ბათუმის ოფისის წარმომადგენლები ზვარეში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ

აჭარა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ბათუმის ოფისის წარმომადგენლები, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ.
„15 ფერმერი, წლებია, თევზის რეწვას ეწევა, პროცესში დასაქმებულები არიან სოფლის სხვა მკვიდრებიც, თუმცა ამ დრომდე ვერ ახერხებენ იმ ტერიტორიების საკუთრებაში დარეგისტრირებას, სადაც საკალმახე მეურნეობები აქვთ გაშენებული. შესაბამისად, შეზღუდულები არიან, მოიზიდონ ინვესტიციები, გააფართოვონ წარმოება და დაასაქმონ მეტი ადამიანი...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფასო სამართლებრივი დახმარების ცენტრის იურისტები გაეცნენ მოქალაქეებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის წარმოებულ კორესპონდენციას - ორგანიზაცია აქტიურად დაიწყებს ადვოკატირებას მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოქალაქეთა საკეთილდღეოდ გადასაწყვეტად", ნათქვამია ორგანიზაიცის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)