en
ge

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა

თბილისი. 24 მარტს, გაიმართა ევროკავშირის ახალი პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" – პრეზენტაცია. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.
პრეზენტაციას დაესწრნენ სამოქალაქო საზოგადოების, ხელისუფლების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
დასწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი. «სექტორთან განსაკუთრებული ბმა მაქვს და ვიცი გამოწვევები, დემოკრატიული განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სფეროს ფუნქციონირება. აღნიშნულ პროექტში, როგორც თვალი გადავავლე, ერთ–ერთი კომპონენტია არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლოობის გაზრდა, რაც თავის მხრივ, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც გაზრდის არასამთავრობოების მუშაობის ხარისხს. საქართველოს პარლამენტი გახსნილია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის», აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა დოროტა დოლუხი-სულიგამ ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას, არასამთავრობო ორგანიზაციების როლს და აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორი მხოლოდ დონორების დაფინანსებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, სახელმწიფოს მიმართულებითაც უნდა გადაიდგას ნაბიჯები, ამისთვის საჭიროა საკითხის ადვოკატირება. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არასამთავრობო სექტორს ბევრი სამუშაო აქვს, რადგან სოციოლოგიური კვლევების მიხედვით ნაკლებად არიან პოპულარულნი. დოროტა დოლუხი–სულიგამ ასევე ისაუბრა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. მან აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი პირველ ყოვლისა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ეს ქვეყნის არჩევანია და მისი მნიშვნელობა ყველამ უნდა დაინახოს, რასაც ასევე მოიაზრებს პროექტი.
აღნიშნულ პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.
კონდრად ადენაუერის ფონდის პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" – მენეჯერმა დავით აფრასიძემ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც სექტორის წინაშე არსებობს. საზოგადოებრივი სექტორის ნდობის საკითხი პოზიტიური დინამიკით ხასიათდება, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ორგანიზაციების შიდა ორგანიზაციული მოწყობა. ყოველივე კი გავლენას ახდენს არასამთავრობო სექტორის მონაწილეობაზე საჯარო პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების მიმართულებაზე. სწორედ ამ გამოწვევებზეა აგებული პროექტის დეტალები, აღნიშნა დავით აფრასიძემ. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – პროექტის ფარგლებში დაფინანსების ადგილობრივი წყაროების გამრავალფეროვნებაა. პროექტი ასევე ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სტერეოტიპების შეცვლას, საკმაოდ სოლიდური კამპანიის საშუალებით. დავით აფრასიძის თქმით, ისევე როგორც ყველა სფეროში, სექტორშიც არის გარკვეული ელიტიზმი, რაც უნდა დაიძლიოს და ამისთვის ხალხში გასვლა, მუშაობაა საჭირო, ამ ყველაფერს კი აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს. 
ღონისძიებაზე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა წარადგინა „საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია", რომელიც 200–მდე ორგანიზაციის ურთიერთშეთანხმებით შეიქმნა. დეკლარაცია ასახავს იმ ძირითად ღირებულებებს, რასაც უნდა ეფუძნებოდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა დემოკრატიულ გარემოში. დეკლარაცია მოიცავს 16 პრინციპს.
ძირითადი პრინციპების დეკლარაცია...


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023