სამეგრელო. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიასა და ქვედა ჩხოროწყუში ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების ინიცირებით გაიმართა დასახლების საერთო კრებები. საინიციატივო ჯგუფების მხარდაჭერა განხორციელდა პროექტის „მოქალაქეთა თანამონაწილეობა უკეთესი თვითმმართველობისთვის" ფარგლებში.
„დასახლების საერთო კრებებზე განხილულ იქნა სოფლებში არსებული პრობლემები. კრებებს ასევე ესწრებოდნენ გამგებლის წარმომადგენლები სოფლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირები, მედიის წარმომადგენლები.
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) პროექტს ახორციელებს ასოციაცია „დეასთან" თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში