en
ge

საარქივო მასალა: „გამსახურდია აგრძელებს მოსკოვისთვის წინააღმდეგობის გაწევას“

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საარქივო მასალას აქვეყნებს.
დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, აგრეთვე 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე, სადაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. ამ თარიღთან დაკავშირებით IDFI აგრძელებს განსაიდუმლოებული საარქივო დოკუმენტების გამოქვეყნებას და ამჯერად საზოგადოებას სთავაზობს 1991 წლის აპრილში მოსკოვში ამერიკის საელჩოს მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილ მოხსენებას.
„1991 წლის 31 მარტი - 3 აპრილის პერიოდში, საქართველოს ეწვია რუსეთში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი პოლოფი. ვიზიტის შედეგად, მომზადდა სამი ანგარიში. გამოქვეყნებული დოკუმენტი ეხება პოლოფის შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023