en
ge

„მწვანე ქალაქები“

აჭარა. ამ წუთებში მიმდინარეობს ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ბათუმისათვის შემუშავებული პარკირების ახალი სტრატეგიისა და პოლიტიკის ძირითადი პრინციპების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის ოპტიმიზაციის გეგმის პირველი სამუშაო ვერსიის საჯარო წარდგენასა და განხილვას.
„პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ბათუმის მდგრადი ურბანული მობილობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. აღსანიშნავია რომ პროექტის ფარგლებში გამოყენებული არის ქალაქის სატრანსპორტო სისტემისადმი ინტეგრირებული მიდგომა და მეთოდოლოგია...
პროექტის ბათუმის კომპონენტის ფარგლებში, პირველად ქალაქის ისტორიაში განხორციელდა მოსახლეობის ურბანული მობილობის (გადაადგილების) კვლევა პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023