en
ge

კოალიციის მიმართვა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციას

თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ეხმაურება მოსამართლეთა მე-20 რიგგარეშე კონფერენციის დანიშვნას, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი უნდა აირჩიოს.
„კოალიცია აქტიურად აკვირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას და მიაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე როგორც სასამართლოს ასევე საბჭოს ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას ალტერნატიული მოსაზრებების, რეალური დისკუსიისა და მსჯელობის ნაკლებობა წარმოადგენს. ამდენად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანომ საკუთარი გადაწყვეტილებით ხელი შეუწყოს საბჭოში არსებული პრობლემების დაძლევას დამოუკიდებელი, ობიექტური, თანმიმდევრული და პრინციპული წევრების შერჩევით.
კოალიცია მოუწოდებს მოსამართლეთა კონფერენციას ნომინირებულ კანდიდატებს მისცეს შესაძლებლობა წარმოადგინონ საკუთარი, დეტალური ხედვები მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან, მიღწევებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გევრდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023