თბილისი. პროექტის „მოქალაქეთა თანამონაწილეობა უკეთესი თვითმმართველობისთვის" ფარგლებში განხორციელდა დასახლების საერთო კრებების ჩატარების ხელშეწყობა 6 მიზნობრივ სოფელში: ცაიში, კოკი, ლია, ჯგალი, თაია, ქვედა ჩხოწორყუ.
"კრებების ჩატარების შემდგომ კი მოეწყო სადისკუსიო შეხვედრა, სადაც გაზიარებულ იქნა მიღებული გამოცდილება, განხილულ იქნა კრებების მიმდინარეობა, სოფლებში არსებული პრობლემები და სამომავლო გამოწვევები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში