en
ge

კვლევითი დოკუმენტი

თბილისი. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი აქვეყნებს გივი სილაგაძის კვლევით დოკუმენტს: „გამმიჯნავი ხაზების პრობლემა საქართველოს პარტიულ პოლიტიკაში: მიზეზები და შედეგები".
„უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, საქართველოში ჩამოყალიბდა პარტიული სისტემა, რომლის ფარგლებშიც საკმაოდ ბევრი პარტია იღწვის ხელისუფლებაში მოსახვედრად. მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა, საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდნენ სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებები და დღესდღეობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საქართველოში არსებობს 242 პოლიტიკური პარტია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული მოსაზრებით, პოლიტიკური და პარტიული სისტემა საქართველოში საკმაოდ მყიფეა და პარტიებს უჭირთ საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირის დამყარება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: gip.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023