en
ge

„ცესკო, უზრუნველყოფილი სიბერე“

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს ბლოგპოსტს: „ცესკო, უზრუნველყოფილი სიბერე".
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის - ცესკოს წევრობა სხვა უამრავ მიზეზთან ერთად, ბევრისთვის ალბათ იმიტომაც არის სასურველი, რომ საჯარო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა. 2015 წელს ცესკოს მიერ დამტკიცებული განკარგულების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის ანაზღაურება თვეში 5,500 ლარს შეადგენს, მოადგილის 4,700 ლარს, ხოლო კომისიის მდივნის 4,600 ლარს...
პარლამენტში ცესკოს საკანონმდებლო წინადადება დარეგისტრირდა, რომლის თანახმადაც, ცესკოს წევრი და აპარატის მოხელეები კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე სუბიექტების სტატუს მიიღებენ.
„განმარტებითი ბარათის ყველაზე გამართული და დასაბუთებული ნაწილია პასუხი კითხვაზე, რომელიც კანონპროექტის მოსალოდნელ ფინანსურ შედეგებს ეხება იმ პირთათვის, ვისზეც ეს კანონპროექტი ვრცელდება. ბარათში სიტყვა სიტყვით წერია, - „კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება." დიახ, არ გააუარესებს და ძალიანაც რომ მოინდომოს რომელიმე მათგანმა ვერ გააუარესებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023