თბილისი. 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო „სუფთად ევროპისკენ" დასუფთავების კვირეულს იწყებს, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
„დასუფთავების მასშტაბური აქცია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მინისტრის მოადგილეებმა ცენტრალური აპარატისა და სტრუქტურული ერთეულების 200 - მდე თანამშრომელთან ერთად მიიღეს. აქციაში მონაწილეობა ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ აპარატის თანამშრომლებთან ერთად მიიღო. აქციას ასევე შემოუერთდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის სტუდენტები, 107 -ე, 99-ე, 85 -ე საჯარო სკოლის, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ნინოს სახელობის მართმადიდებლური სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და მოხალისეები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში