en
ge

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მართვის ვებ-პორტალი

Sadarabazo.ge არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მართვის ვებ პორტალი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ამხანაგობის საერთო პრობლემების გადაჭრა ელექტრონული სერვისების გამოყენებით. პორტალი განკუთვნილია როგორც ამხანაგობის თავჯდომარეებისთვის, ასევე მმართველი კომპანიებისთვის.
„პირველ ეტაპზე შესაძლებელი იქნება თანხის შეგროვების სერვისის გამოყენება, რომლის საშუალებითაც მობინადრეს შეეძლება გადაიხადოს სადარბაზოს მოვლისთვის საჭირო თანხა ჩასარიცხი აპარატის ან ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, მსგავსად სხვა კომუნალური გადახდებისა, ხოლო თანხა ავტომატურად ჩაერიცხება ამხანაგობის თავჯდომარეს მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
ამჟამად შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაცია. საწყის ეტაპზე სერვისების გამოყენება შეეძლებათ წინასწარ რეგისტრირებულ ამხანაგობებს სრულიად უფასოდ. პორტალის გაშვებისთანავე ჩვენ დაგიკავშირდებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023