გურია. 28 აპრილს, ლანჩხუთის საკრებულოში გაიმართა პროექტის - „თვითმმართველობის ეფექტურობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენებით" პრეზენტაცია.
„პროექტის მიზანია ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის ორგანოების გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება, მოსახლეობის ინფორმირების ახალი ინოვაციური მეთოდების გამოყენებით.
პროექტს ახორცილებს ოზურგეთის „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი” და გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი.
პროექტი დაფინანსებულია UNDP-ის პროექტის ”Support to Public Administration Reform (PAR) in Georgia through the Governance Reform Fund” ფინანსური მხარდაჭერით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში