en
ge

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც სამოქალაქო აქტორი

თბილისი. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი აქვეყნებს სალომე მინესაშვილის პოლიტიკის დოკუმენტს: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც სამოქალაქო აქტორი: გამოწვევები და შესაძლებლობები".
„რელიგიურ ორგანიზაციას, როგორც სამოქალაქო აქტორს, მისი სოციალური კაპიტალიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია სოციალური და პოლიტიკური რეფორმის პროცესში, რისი მაგალითებიცაა აფრიკული ეკლესია სამხრეთ აფრიკაში და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები ლათინურ ამერიკაში. ეკლესიის, როგორც სამოქალაქო აქტორის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება დემოკრატიული ტრანზიციის პროცესში მყოფ ქვეყნებში, სადაც სამოქალაქო სექტორი ჯერ კიდევ არაორგანიზებული და სუსტია. მისგან განსხვავებით, ეკლესიას საზოგადოებაში ბევრად მაღალი ავტორიტეტი, ორგანიზების უნარი და ავტონომია გააჩნია. სწორედ ეს ახასიათებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც არამხოლოდ ფლობს რიგ უპირატესობებს სხვა სამოქალაქო აქტორებთან შედარებით, არამედ აქტიურადაც მონაწილეობს საზოგადოებასა და სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებში", ნათქვამია დოოკუმენტში.
სრულად...
წყარო: gip.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023