en
ge

თექაზე შესრულებული სურათების გამოფენა ახალციხეში

სამცხე–ჯავახეთი. 7 ივნისს ორგანიზაცია „კავშირი ღრელის" ინიციატივით, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თექაზე შესრულებული სურათების გამოფენა გაიმართა. გამოფენის გახსნას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ. გამოფენა მოეწყო ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის „სოციალური საწარმო სათემო კავშირის მხარდამხარ" ფარგლებში. პროექტი  თემში სოციალური საწარმოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით  6 თვის წინ დაფინანსდა. სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან შერჩეულმა 10-მა ქალბატონმა თექის წარმოებაში სპეციალური კურსები გაიარა და საკუთარი ნამუშევრების პირველი გამოფენით დამთვალიერებლების აღფრთოვანება გამოიწვია.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)