იმერეთი. დღეს, ქუთაისში კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვა დაიწყო.
„საორგანიზაციო კომისია გასვლით სხდომებს 11 დღის განმავლობაში ამბროლაურში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, თელავში, მცხეთაში და რუსთავში გეგმავს. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა 15 მაისს თბილისში დასრულდება.
ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა დაესწროს კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვას, შესაძლებლობა აქვს გამოხატოს თავისი პოზიცია თუ მოსაზრება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის კანონპროექტზე", ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში