en
ge

„ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის სტატისტიკა საქართველოში“

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ნინო მერებაშვილის ბლოგპოსტს: „ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის სტატისტიკა საქართველოში".
„სამწუხაროდ, ცხოველთა დაცვის გლობალური რეიტინგით არ არის შეფასებული საქართველოში არსებული მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უზენაესი სასამართლოდან მიღებული მონაცემების თანახმად საქართველოში ცხოველთა წინააღმდეგ ძალადობის ძალზედ მცირე რაოდენობით შემთხვევები ფიქსირდება, ვფიქრობთ, ეს ვერ იქნება ქვეყანაში ცხოველთა დაცვის მხრივ არსებული რეალური სურათის ამსახველი.
როგორც მიღებული მონაცემები ცხადყოფს, 2006-2016 წლების განმავლობაში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით სასამართლოთა მიერ განხილულ სისხლის სამართლის საქმეებს მხოლოდ ერთეული ხასიათი ჰქონდა. ამასთან ბრალდებულებს ჯარიმაზე მკაცრი სასჯელი მხოლოდ იმ შემთხვევებში დაეკისრათ, როდესაც ერთი და იმაზე პირის მიმართ ცხოველისადმი სასტიკი მოწყობის საკითხთან ერთად იხილებოდა მკვლელობის, ქურდობისა და იძულების ბრალდებები. აღნიშნულ შემთხვევებს 2009, 2013 და 2014 წლებში ქონდა ადგილი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023