en
ge

„საცხოვრისის მართვა და მრავალბინიანი სახლების ენერგოეფექტური სანაცია“

აჭარა. 16-18 მაისს, ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტში" იმართება სასწავლო სემინარი „საცხოვრისის მართვა და მრავალბინიანი სახლების ენერგოეფექტური სანაცია". სემინარი ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში (IWO) მიერ, პროექტის - „НОМЕ: გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში" - ფარგლებში.
ბათუმის სემინარი აგრძელებს პროექტის ღონისძიებათა ციკლს, რომლის მიზანია პარტნიორ ქვეყნებში შექმნილი 11 რესურსცენტრის კვალიფიკაციის ამაღლება. რესურსცენტრები ბინათმესაკუთრეებს საინფორმაციო-საკონსულტაციო დახმარებას უწევენ, რათა აამაღლონ მათი ცნობიერება საბინაო მეურნეობის მართვის საკითხებზე და ხელი შეუწყონ სხვადასხვა დაინტერესებული მხარესთან არსებული პრობლემების განხილვას საბინაო ფონდის მართვის სფეროში. აღნიშნულ სემინარზე განიხილება შემდეგი თემები:
• რესურსცენტრების ორგანიზაციული განვითარება;
• განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
• რესურსცენტრების საინფორმაციო-საგანმანათლებლო აქტივობები;
• რესურსცენტრების მონაწილეობა პოლიტიკურ დიალოგსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
• შენობების ენერგოეფექტური სანაცია.
სემინარზე წარმოდგენილი იქნება რესურსცენტრების აქტივობები უკრაინასა და მოლდოვაში, მათი განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მაგალითები. ასევე სემინარის მონაწილეებს მიეწოდებათ პარტნიორ ქვეყნებში რესურსცენტრების მიერ განვითარებული ტრენინგ-მასალა საბოლოო ბენეფიციარებისათვის (ბინათმესაკუთრეებისათვის).
პარტნიორი ქვეყნებიდან ექსპერტები განიხილავენ საზოგადოებრივი მონაწილეობის გაზრდის გზებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და რესურსცენტრების ბაზაზე ერთობლივი პლატფორმის შექმნის შესაძლებლობას, რათა მოხდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერება საკანონმდებლო ცვლილებების წინადადებების მომზადების მხრივ.
სემინარზე მოხდება ქ. ბათუმის საბინაო ფონდში მიმდინარე ენერგოეფექტურობის პროექტების პრეზენტაცია. ნაწილობრივ სანირებული ქალაქის ადმინისტრაციის შენობებისა და ახალაშენებული კორპუსების მაგალითზე, განიხილება არსებული შესაძლებლობები და შეზღუდვები ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარების მხრივ საქართველოში და პარტნიორ ქვეყნებში. სასწავლო სემინარზე წარიმართება დისკუსია ეროვნული საცხოვრისის სფეროს რეფორმების პერსპექტიული მიმდინარეობების განსაზღვრის მიზნით და სამოქალაქო საზოგადოების როლის, როგორც დამკვირვებელი ინსტიტუტის გაძლიერებაზე. ასევე განიხილება შესაძლებელი ერთობლივი აქტივობების განხორციელება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საცხოვრისის შესაბამისი მართვა და ენერგოეფექტური სანაცია აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023