en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაციის ხელმოწერა

შიდა ქართლი. 18 მაისს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაციის ხელმოწერა გაიმართა გორში. მას შიდა ქართლში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიუერთდნენ. მათ ვინც ვერ შეძლო ღონისძიებაზე დასწრება დეკლარაციაზე მიერთება ელექტრონულად შეუძლია. დეკლარაცია 200–მდე საზოგადოებრივი ორგანიზაციის ურთიერთშეთანხმებით შემუშავდა. იგი #16პრინციპს მოიცავს და მოიცავს იმ უმთავრეს ღირებულებებს, რასაც უნდა ეფუძნებოდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა. დეკლარაციას ასევე უკვე შეუერთდნენ იმერეთის რეგიონში მომუშავე ორგანიზაციები, ხელმოწერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება... ამ ეტაპისთვის მას 80 ორგანიზაცია მიუერთდა.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართა ახალი მასშტაბური პროექტის – სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის პრეზენტაცია, რომლის ძირითადი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესება. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი) კონრად ადენაურის ფონდის ხელმძღვანელობით.
#დეკლარაცია....

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023