en
ge

„კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოში: შეხვედრა პრეზიდენტ გამსახურდიას ოპოზიციასთან“

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) განაგრძობს ამერიკის სახელწმიფო უწყებების გრიფით საიდუმლო მასალების გამოქვეყნებას საქართველოს უახლოეს წარსულზე. 
„ამჯერად მკითხველს წარვუდგენთ 1991 წლის სექტემბერში, მოსკოვში ამერიკის საელჩოდან, სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილ საიდუმლო მოხსენებას. დოკუმენტში აღწერილია ამერიკის კონგრესმენთა დელეგაციის შეხვედრა საქართველოს იმჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
„ყოფილი პრემიერ მინისტრის თენგიზ სიგუას მტკიცებით, გამსახურდიას წარმომადგენლები იანაევს [1] 18 აგვისტოს საღამოს შეხვდნენ. ეროვნული გვარდიის სარდალმა თენგიზ კიტოვანმა განუცხადა კონგრესმენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად ის პრეზიდენტს ექვემდებარება, ის აღარ ენდობა გამსახურდიას და მხოლოდ ხალხის წინაშე იქნება პასუხისმგებელი. სიგუას მტკიცებით, გამსახურდიამ არ შეასრულა წინასაარჩევნო პირობა დემოკრატიის შესახებ და საქართველოში დიქტატურა დაამყარა. სიგუა ამბობს, რომ გამსახურდია „ცდილობს ალბანეთის მსგავსი სახელმწიფოს შექმნას"", ნათქვამია დოკუმენტში. 
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023