en
ge

საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების ხელმოწერის ცერემონია

19 მაისს, ახალციხეში გაიმართა ევროკავშირის ახალი მასშტაბური პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" პრეზენტაცია. პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა მოქალაქეების მიმართ. პროექტის ფარგლებში გაიცემა 79 გრანტი, რომლითაც ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების, სულ მცირე, 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი – CSI, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი - CTC, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი - CSRDG, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი - KEDEC) კონრად ადენაურის ფონდის ხელმძღვანელობით.
19 მაისს, ახლა უკვე ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, გაიმართა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონია. დეკლარაცია 200–მდე საზოგადოებრივი ორგანიზაციის ურთიერთშეთანხმებით შემუშავებული დოკუმენტია. 16 პრინციპი უკვე გაიზიარეს და ხელი მოაწერეს იმერეთის, შიდა ქართლის ორგანიზაციებმა. ხელმოწერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაგრძელდება... მას უკვე 100–ზე მეტი ორგანიზაცია მიუერთდა.
დეკლარაცია...

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023