თბილისი. მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი აქვეყნებს შრომის ბაზარზე ჟურნალისტების დასაქმების კვლევის შედეგებს.
„საქართველოში ჟურნალისტად დასაქმებისას ყველაზე მეტად მნიშვნელობას ანიჭებენ „წერის უნარს". გამოკითხული დამსაქმებლების 88 % მიიჩნევს, რომ ეს უნარი მნიშვნელოვანი ან ძალიან მნიშვნელოვანია. 76 % მიიჩნევს, რომ დედლაინზე მუშაობის უნარი არის მნიშვნელოვანი. იგივე პროცენტული რაოდენობა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობის უნარს, 80 % მიიჩნევს, რომ ახალი ამბების/თემების მოძიების და დამუშავების უნარი არის მნიშვნელოვანი. დამსაქმებელთა 52 %-ისთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული სფეროს სიღრმისეული ცოდნა.
კვლევამ არ გამოკვეთა რომელიმე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ჟურნალისტად დასაქმების უპირატესობა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: mcerc.ge