en
ge

ევროკავშირი საქართველოსთვის

სამეგრელო. გაიცემა 79 გრანტი, ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს – ეს არის ევროკავშირის ახალი მასშტაბური პროექტის აქტივობების მცირე ჩამონათვალი, რომლის პრეზენტაციაც 24 მაისს ზუგდიდში გაიმართა. პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება  და მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა მოქალაქეების მიმართ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეგრელო–ზემო სვანეთის საზოგადოებრივი, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკითხით დაინტერესებული პირები.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი – CSI, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი - CTC, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი - CSRDG, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი - KEDEC) კონრად ადენაურის ფონდის ხელმძღვანელობით.
ზუგდიდში, 24 მაისს სამეგრელო–ზემო სვანეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაიმართა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაციის ხელმოწერა.  
ასოციაცია „ათინათის" ხელმძღვანელმა გია ხასიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პრინციპების დეკლარაცია სჭირდება სექტორს, რათა საზოგადოებამ გაიგოს ვინ ვართ და რით ვხელმძღვანელობთ.
შეგახსენებთ, რომ 16 პრინიცი უკვე გაიზიარეს და ხელი მოაწერეს იმერეთში, შიდა ქართლში, სამცხე–ჯავახეთში, კახეთში მომუშავე ორგანიზაციებმა. მას უკვე 160–მა ორგანიზაცია მიუერთდა.
დეკლარაცია...

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023