en
ge

„საცხოვრისის სექტორის მიმდინარე ვითარება საქართველოში და სამომავლო პერსპექტივები”

თბილისი. 6 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „საცხოვრისის სექტორის მიმდინარე ვითარება საქართველოში და სამომავლო პერსპექტივები".
„ორგანიზატორებმა სტუმრებს გააცნეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და განიხილეს საცხოვრისის სექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. დამსწრე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პროექტის ფარგლებში დაგროვებულმა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობამ საცხოვრისის მართვის სფეროში. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს საბინაო ფონდის არსებული ვითარების გაუმჯობესების სხვადასხვა გზებზე.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში” ფარგლებში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023