en
ge

„მწვანე დღეები“

თბილისი. გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი 8 ივნისის მსოფლიო ოკეანის დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„ოკეანეები დედამიწის ზედაპირის ⅔ ფარავს და ის დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის განმაპირობებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ოკეანეებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ნახშირორჟანგის შთანთქმასა და დიდი რაოდენობით ჟანგბადის გამოყოფაში, რითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში.
ადამიანები საკუთარი საქმიანობით ნეგატიურ გავლენას ახდენენ ოკეანეების მდგომარეობაზე. ყოველწლიურად დიდი რაოდენობით პლასტმასის ნარჩენს სწორედ ოკეანეში განათავსებენ, რაც პლასტმასის მოტივტივე კუნძულებს ქმნის და დიდ ზიანს აყენებს ოკეანის ბიომრავალფეროვნებას.
ამ დღის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ეწყობა გამოფენები, დისკუსები და შემეცნებითი ტურები ოკეანის და მისი ეკოსისტემების პრობლემების გასაცნობად”, ნათქვამია გარემოსდაცვითი ცენტრის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ცენტრის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)